აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის სენატის საგარეო ურთერთობების კომიტეტმა რექს ტილერსონს მხარი დაუჭირა

Reuters

აშშ-ის სენატის საგარეო ურთერთობების კომიტეტმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე რექს ტილერსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ტილერსონის კანდიდატურას მხარი კომიტეტის 11-მა რესპუბლიკელმა წევრმა დაუჭირა, მისი კანდიდატურის წინააღმდეგ კი 10 დემოკრატი წავიდა.

ტილერსონის კანდიდატურის მხარდაჭერა გუშინ დილამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა ტილერსონის ყველაზე მწვავე კრიტიკოსმა, რესპუბლიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ, რომელიც საგარეო ურთიერთობის კომიტეტის წევრიც არის, გადაწყვიტა, რომ მას მხარს დაუჭერდა.

მიუხედავად იმისა, რომ რექს ტილერსონს პუტინთან შესანიშნავი ურთიერთობა აკავშირებს და ის კრემლის ფავორიტია, მის კანდიდატურას, კრიტიკის მიუხედავად, მხარდაჭერა გამოუცხადეს ჯონ მაკკეინმაც და ლინდსი გრემმაც.

ტილერსონის კანდიდატურა მომავალ კვირაში სენატმა უნდა დაამტკიცოს, სადაც 100-დან 52 სენატორი რესპუბლიკელია.

კომენტარები