აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

ჰილარი კლინტონის ადგილს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ჯონ კერი დაიკავებს

სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა სენატორ ჯონ კერის კანდიდატურა წამოაყენა. ობამას თმით, კერი მთელი ცხოვრება ემზადებოდა ამ თანამდებობისთვის და მას მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები დიდ პატივს სცემდნენ.

69 წლის დემოკრატი სენატორი 2004 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას და რესპუბლიკელების კანდიდატთან ჯორჯ ბუშთან დამარცხდა. სენატში კერი საგარეო ურთიერთობების კომიტეტს ხელმძღვანელობს. 2008 წელს ჰილარი კლინტონთან ერთად სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მისი კანდიდატურაც განიხილებოდა.

ჰილარი კლინტონმა 2012 წლის დასაწყისში განაცხადა, რომ ის თანამდებობის დატობას აპირებდა. 

სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე კერიმდე აშშ-ის გაეროში ელჩის სუზან რაისის კანდიდატურა განიხილებოდა. თუმცა რაისმა თავისი კანდიდატურა მოხსნა. მას რესპიბლიკური პარტიის წარმომადგენლები აქტიურად აკრიტიკებდნენ ლიბიაში, აშშ-ის საკონსულოზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ. მაშინ რაისმა რამდენიმე სატელევიზიო ინტერვიუში ტერორისტული აქტი ანტი-მუსლიმური ფილმის პროტესტთან დააკავშირა. 

სახელმწიფო მდივნის თანამდებობის მიღების შემთხვევაში კერის სენატორობის მანდატის დათმობა მოუწევს. 

 

კომენტარები