კრიმინალი

შსს: ხუთი პირი მაგისტრალური მილსადენიდან ნავთობს სისტემატურად იპარავდა

RFE/RL

სამართალოდამცველებმა მაგისტრალური მილსადენიდან ნავთობის ქურდობის ბრალდებით, ხუთი პირი - 1976 წელს დაბადებული ლ.შ., 1980 წელს დაბადებული მ.გ., 1975 წელს დაბადებული ზ.გ., 1968 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1975 წელს დაბადებული ც.მ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გორის რაიონის სოფელ რეხაში, ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ნავთობს სისტემატურად იპარავდნენ. სამართალდამცველებმა მოპარული ნავთობის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მაგისტრალურ მილსადენში არსებული ნავთობის ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით).

კომენტარები