დღეს, 2 თებერვალს, ელექტროენერგიის მიწოდება თბილისის სამი რაიონის ნაწილს შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება დიდუბის, სამგორის და საბურთალოს რაიონებს. კომპანია მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს და ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
დიდუბის რაიონი
10:00-დან 13:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
12:00-დან 14:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





