დიდთოვლობა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

facebook.com/pg/georoad.ge

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა დალიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზების დეპარტამენტის ცნობით, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.

კომენტარები