თურქეთი

სტამბოლში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შეირაღებული მამაკაცი სუიციდით იმუქრება

AP

სტამბოლში შეირაღებულმა მამაკაცი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ერთ-ერთ ოთახშია ჩაკეტილი და თვითმკვლელობით იმუქრება.

პოლიცია ადგილზე უკვე მისულია და თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ მოახერხა საავადმყოფოს თანამშრომლებისა და პაციენტების შენობიდან ევაკუირება.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ამავე ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტია.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობები, რომ შეიარაღებულ მამაკაცს ექიმებისა და პაციენტების ნაწილი მძევლად ჰყავდა აყვანილი, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

კომენტარები