საპოლიციო კონტროლი

შსს: საპოლიციო კონტროლის დროს დაკავებულია 54 პირი, მათ შორის, 2 ძებნილი

RFE/RL

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ მიმდინარე წლის 26-27 იანვარს საპოლიციო კონტროლი განახორციელა, რომლის დროსაც 57 სისხლის სამართლის დანაშაული გამოავლინა.

შსს-ს ცნობით, მათ შორისაა:

  • ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) - 9 ფაქტი;
  • ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 15 ფაქტი;
  • ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა-გატანის (სსკ-ს 262-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
  • სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ს 187-ე მუხლი) – 2 ფაქტი;
  • პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის (სსკ-ს 353-ე მუხლი) – 3 ფაქტი;
  • ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
  • ოჯახში ძალადობის (სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლი) – 3 ფაქტი;
  • ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) – 5 ფაქტი;
  • ხულიგნობის (სსკ-ს 239-ე მუხლი) – 1 ფაქტი.
     

გარდა ამისა, უწყეაში აცხადებენ, რომ პოლიციამ 2 ძებნილი პირი დააკავა.

რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევას, შსს-ის ცნობით, ასეთი 883 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის:

  • ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ს 45-ე მუხლი) - 28 ფაქტი;
  • წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) - 9 ფაქტი;
  • პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ს 173-ე მუხლი) - 21 ფაქტი;
  • პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 173-ე და 166-ე მუხლები) - 13 ფაქტი;
  • ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 21 ფაქტი.

გარდა ამისა, შსს-ის ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 2 პისტოლეტი, 2 შაშხანა, 1 რევოლვერი, 1 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 სანადირო თოფი, 3 ხელყუმბარა, 1 დეტონატორი, 300 გრამი ტროტილი და 122 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა.

ასევე, ამოღებულია: 3 შეკვრა ჰეროინი, 1 შეკვრა „ბიო“, 100 აბი „გერალგინი“, 1 შეკვრა ამფეტამინი; 1 შეკვრა „მდმა“ და სხვა.

უწყების ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 16, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 36 პირი დააკავეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ საპოლიციო კონტროლი დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კანონის შესაბამისად განხორციელდა.

კომენტარები