პარადოქსული ვითარებაა, როდესაც ოპოზიცია, კერძოდ ჩვენ, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ჯარისკაცის გასათავისუფლებლად, მეორეს მხრივ კი, სახელმწიფო არ ზრუნავს ამისთვის და არ უფრთხილდება იმას, რომ საკუთარი ჯარისკაცი მტერ ქვეყანას არ გადაეცეს. სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა და მისმა ქმედებამ ჩვენი ჯარისკაცი პატიმრობაში დაუცველი დატოვა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გია ცერცვაძე გათავისუფლდეს, მაგრამ სახელმწიფოს ჩარევა არის უმნიშვნელოვანესი. პირდაპირი კავშირი უნდა იყოს უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებთან და პროკურატურასთან. უკრაინის ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ სახელმწიფო ზრუნავს და მოითხოვს ამ ადამიანის არგადაცემას და გათავისუფლებას, რაც არ არსებობს. როდესაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავდებობის წერილს, იგივე არ გააკეთეს უმრავლესობის წარმომადგენლებმა. ეს ნიშნავს, რომ გია ცერცვაძის პატიმრობა მათთვის პირველი რიგის საკითხი არ არის.
გიორგი ცერცვაძის დაკავება
რატიანი ცერცვაძეზე: ხელისუფლება არ ზრუნავს, რომ ჯარისკაცი მტერ ქვეყანას არ გადაეცეს
tbl.ge/25jj
დაკოპირდა
ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე სერგო რატიანი უკრაინაში დაკავებულ ვიცეპოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- ხუციშვილი: ქართველ სამხედროებს არანაირი საფრთხე და საშიშროება არ ემუქრებათ
- ენმ იმ სამხედროების ვინაობის საჯაროობას ითხოვს, რომელთა მონაცემები რუსეთს გადაეცა
- ცერცვაძის ადვოკატი: არ შეიძლებოდა მისი გამოშვება საქართველოდან
- კიევის სააპელაციო სასამართლომ ცერცვაძის სასამართლო პროცესი გადადო
- დოლიძე ცერცვაძეზე: ჩართული ვიყავით, რათა დაცულიყო ჩვენი მოქალაქის უფლებები