როდესაც სტრასბურგში იწუნებენ სიას (და ეს ძალიან იშვიათად ხდება), ეს ნიშნავს, რომ დიდი ეჭვი ეპარებათ შერჩევის წესის გამჭირვალეობაში. სტრასბურგმა დაინახა, რომ წულუკიანის ხელით ბიძინა ივანიშვილს უნდოდა, სტრასბურგში თავისთვის სასურველი კანდიდატი ევა გიცირიძე დაესვა, ისევე როგორც ეს გააკეთეს საქართველოში, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში. სტრასბურგმა თქვა, რომ ეს არ არის ივანიშვილის სასამართლო, სადაც ყველაფერს ის განაგებს. აქ არის დემოკრატიული პროცედურები და სტანდარტები. შესაბამისად მან პრაქტიკულად სილა გააწნა საქართველოს, რაც ჩვენი ქვეყნის პრესტიჟისათვის საერთაშორისო ასპარეზზე დიდი შეურაცხყოფაა.
tbl.ge/25hs
დაკოპირდა

საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლედ წარდგენილი სამივე კანდიდატურა ევროსაბჭომ ჩააგდო. საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან უნდა ჩაატაროს კონკურსი და ახალი კანდიდატები გაგზავნოს.
ამავე თემაზე
- TI: ECHR-მა, 2020 წელს, აქციაზე ლექსო მაჭავარიანის დაკავების საქმეზე დარღვევა დაადგინა
- ECHR-მ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთრების უფლების დარღვევაში დამნაშავედ ცნო
- მაჩალიკაშვილის საქმე არ გაგრძელდება, ოჩიგავას საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყება – სსს
- ნოდარ რუხაძის ადმინისტრაციულ დაკავების საქმეს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს
- ჩუგოშვილი: სტრასბურგიდან მიღებული სამი უმძიმესი გადაწყვეტილება ენმ-ის განაჩენია




