გიორგი ცერცვაძის დაკავება

მღებრიშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ცერცვაძის უფლებები იყოს დაცული

ძალიან ვწუხვარ, რომ თემის სენსიტიურობიდან და მისი სირთულიდან გამომდინარე, საჯაროდ ვერ ვახერხებ და არ შემიძლია დამატებითი კომენტარების გაკეთება. ერთს გეტყვით, რომ შსს და პროკურატურა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. ჩვენ აბსოლუტურად ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი, მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ საჯაროდ ეს თემა ვერ იქნება განხილული.  

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ქართველი ვიცეპოლკოვნიკის გიორგი ცერცვაძის უკრაინაში დაკავებაზე, რომლის გადაცემასაც გასასამართლებლად რუსეთი ითხოვს.

კომენტარები