გიორგი ცერცვაძის დაკავება

უმცირესობა გიორგი ცერცვაძეს თავდებად უდგება, მათ უკრაინის საელჩოს წერილით მიმართეს

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს წერილი გადასცეს, რომლითაც ისინი უკრაინაში დაკავებულ ქართველ ვიცეპოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძეს თავდებად უდგებიან. ისინი ითხოვენ, ცერცვაძე რუსეთს არ გადასცენ და პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.

ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, სერგო რატიანის თქმით, ძალაში რჩება პარლამენტში სამი მინისტრის დაბარების საკითხი.

ჯარისკაცი გიორგი ცერცვაძე რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში, საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. ცერცვაძეს, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა, მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წელს გამოცხადდა. ქართველი ჯარისკაცი ამ დროისთვის უკრაინის ციხეში იმყოფება.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა.

კომენტარები