ავტოკატასტროფა

ინდოეთში სკოლის ავტობუსი ავარიაში მოყვა, დაღუპულია 15 მოსწავლე

NAND KUMAR

ინდოეთში სკოლის ავტობუსი ავარიაში მოყვა. შემთხვევას 15 მოსწავლე ემსხვერპლა, 45 კი დაშავდა.

ავტობუსი მაგისტრალზე ტრაილერს დაეჯახა, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობდა. ავარიის ერთ-ერთი მიზეზი ნისლიც იყო.

ინდოეთის პრემიერმა ნარენდრა მოდიმ მომხდარს ტრაგედია უწოდა.

BBC წერს, რომ ინდოეთი ავტოკატასტროფების რაოდენობით, მსოფლიოში პირველია. მათი ცნობით, ინდოეთში ავარია ყოველ 4 წუთში ერთხელ ხდება.

2015 წელს ინდოეთში, ავტოკატასტროფებს 146 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები