ავტოკატასტროფა

რუსეთში ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, დაიღუპა 19, დაშავდა 21 ადამიანი

The Moscow Times

რუსეთში, ციმბირში, მდინარე კუენგაზე მდებარე ხიდიდან ავტობუსი გადავარდა. მასში 43 მგზავრი იმყოფებოდა. დაღუპულია 19 ადამიანი, დაშავდა 21.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით ავტობუსი ქალაქ სრეტენსკიდან ქალაქ ჩიტაში მიდიოდა. ავტოკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯეობით უცნობია.

კომენტარები