ავტოკატასტროფა

On.ge-ს ინფორმაციით, სარაჯიშვილის მეტროსთან BMW X5 ტროტუარზე ორ ქვეითს დაეჯახა

თაზო კუპრეიშვილი / On.ge

On.ge-ს ცნობით, მეტრო სარაჯიშვილთან ახლოს, ტროტუარზე, ორ ქვეითს BMW X5-ის მარკის ავტომობილი დაეჯახა.

მათივე ცნობით, დაზარალებულები ამ წუთებში სასწრაფო დახმარების მანქანაში იმყოფებიან.

ადგილზე მისულია პოლიციაც. BMW X5-ის მარკის ავტომობილი კი საჯარიმოზე გადაჰყავთ.

როგორც ტაბულას შსს-ს განუცხადა, შეჯახებაში ორი ავტომობილი ფიგურირებს. სხეულის დაზიანება მიიღო ერთმა ადამიანმა. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები