ავტოკატასტროფა

იტალიაში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, დაღუპულია სულ მცირე 20 ადამიანი

ITALIAN FIRE SERVICE

იტალიის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ბარისა და ბარლეტას შორის ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. მგზავრების დიდი ნაწილი კი დაშავდა.

შეჯახების მიზეზი მატარებლების ერთსა და იმავე ლიანდაგზე ერთმანეთის მიმართულებით მოძრაობა იყო.

ადგილზე მუშაობენ მაშველები, რომლებიც დაზიანებული მატარებლებიდან დაშავებულთა გამოყვანას ცდილობენ. მეხანძრეთა გუნდის ხელმძღვანელმა კი ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

კომენტარები