საჯარო სკოლები

ჯეჯელავა: სკოლებში ტუალეტების პრობლემას დავერევი

კიდევ ერთი მაგალითი უნდა მოგიტანოთ, რომელიც ტუალეტებს შეეხება. მე ვაპირებ, რომ დავერიო ამ პრობლემას. გაწონასწორებული ადამიანი ვარ, შემამჩნევდით, მაგრამ ეგ არ შემიძლია; მგონია, რომ ტუალეტის საკითხი ისეთია, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირია. ვერცერთი დირექტორი, რომელიც ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, სამსახურში ვერ დარჩება.

ბევრგან არიან ინფრასტრუქტურის იმედად. გასაგებია, რომ ბევრი სველი წერტილი გასარემონტებელია. მაგრამ რა დონეზეც შეიძლება რომ ჰქონდეს გაკეთებული, უნდა გააკეთო. მე ამ დირექტორებს ვეტყვი, რომ თუ შენ ტუალეტის პრობლემა მოგვარებული არ გაქვს, წამყვანი კი არ იქნები, დაიღუპები. როგორც კი მე ტუალეტებს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხებში შევიტან, უცებ აღმოჩნდება, რომ ბევრ თვითმმართველობას ჰქონია ის ფული, რომელიც ტუალეტების მოწყობას ეყოფა.

ლიბერალთან ინტერვიუში ამბობს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა

კომენტარები