საჯარო სკოლები

საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა

დღეიდან, საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებშიც.

ცნობისთვის, 400-მდე საჯარო სკოლაში, ასევე დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი 3 დღით, გრიპის ვირუსის პრევენციის გამო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე იყო შეჩერებული. ამასთან, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში სასწავლო პროცესი უამინდობამაც შეაფერხა.

გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება.

კომენტარები