NDI-ის კვლევა

NDI: უმრავლესობამ არ იცის, რას აკეთებს მერია და საკრებულო

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. 

კითხვაზე, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით, რომ ადგილობრივი მთავრობა ახორციელებს თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, 49% დადებითად პასუხობს, 46% უარყოფითად. 2014 წლის აპრილის კვლევასთან შედარებით, ორივე პასუხი 4-4 პუნქტითაა გაზრდილი.

კითხვაზე, რამდენად კმაყოფილი ან უკმაყოფილო ხართ შემდეგი დაწესებულებების მუშაობით, 

- საკრებულოს მუშაობით 37% კმაყოფილია, 23% უკმაყოფილო, 38%-მა კი არ იცის;

- მერიის მუშაობით 33%-ია კმაყოფილი, უკმაყოფილო 27%, არ იცის 40%-მა.

კითხვაზე, ბოლო 12 თვის მანძილზე გქონიათ თუ არა შეხება ამ დაწესებულებებთან, საკრებულოსთან მიმართებით 86% უარყოფითად პასუხობს, ხოლო მერიასთან უარყოფითად პასუხობს 67%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარია +/- 1.8%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები