ავიაკატასტროფა

ყირგიზეთში ავიაკატასტროფის შედეგად, მინიმუმ 32 ადამიანი დაიღუპა

AP

Turkish Airline-ს სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც რეისს ჰონგ-კონგიდან ასრულებდა, ყირგიზეთში ავარიულად დაეშვა. BBC-ის ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად, მინიმუმ 32 ადამიანი დაიღუპა.

ჩამოვარდნამდე, ბოინგი 747 მანასის აეროპორტთან ახლოს, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკიდან 25 კილომეტრის მოშორებით, სახლებს შეეჯახა. დაინგრა 15 შენობა. დაღუპულთა უმეტესობა, სწორედ ადგილობრივი მცხოვრებია, მათ შორის, ბავშვები.

BBC-ის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფა ნისლმა და ცუდმა ხილვადობამ გამოიწვია, თუმცა, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ოფიციალური მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის.

კომენტარები