Human Rights Watch-ის ანგარიში

კილაძე HRW-ის ანგარიშზე: ჩვეულებრივი რეპორტია, არავითარი საგანგაშო არ ხდება

ტაბულა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე, Human Rights Watch-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება. ქართული ოცნების დეპუტატის თქმით, ანგარიშში არაფერი ყოფილა საგანგაშო.

"ეს არის ჩვეულებრივი, ყოველწლიური რეპორტი და არავითარი საგანგაშო არ ხდება. აქ არის მოცემული ის ძირითადი საკითხები, რომელზედაც პრინციპში, მთელი წელი მიმდინარეობდა საქართველოში საუბარი", - ამბობს კილაძე.

Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიის წევრებისა და მათი მხარდამჭერების რამდენიმე, უკანონოდ ჩაწერილი სატელეფონო საუბრის ინტერნეტში გამოქვეყნების მიზანი, სავარაუდოდ, ამომრჩევლებზე ზემოქმედება იყო. ასევე, ყურადღებაა გამახვილებული რუსთავი 2-ის საქმეზე, პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებასა და პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე, რის მაგალითადაც ანგარიშში დემურ სტურუას თვითმკვლელობაა მოყვანილი. 

 

 

კომენტარები