10 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ახალი კურსით ერთი დოლარი 2.7403 ლარი ღირს. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7550 ლარი იყო. შესაბამისად, ლარის გამყარებამ დოლართან მიმართებით მიმართებით 1.47 თეთრი შეადგინა.
ევროსთან მიმართებით კი ლარი გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი ევრო 2.9023 ლარი ღირს, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8969 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროსთან გაუფასურებამ 0.54 თეთრი შეადგინა.
ეროვნულმა ბანკმა დეკემბრის ბოლოს ლარის სწრაფი გაუფასურების შესაჩერებლად $40 მილიონი გაყიდა. სებ-მა მაშინ განცხადებაც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბანკი მზადაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები კურსის ჭარბი მერყეობის შესაჩერებლად. განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს მოქმედი კურსი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ამას "რაციონალური მოლოდინები განაპირობებს". სებ-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბანკი ინფლაციური მოლოდინების ზრდის შემთხვევაში მზადაა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ გაამკაცროს.





