ფულადი გზავნილები

ფულადი გზავნილების სისტემების რეიტინგი

REUTERS

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების სახით, ყოველთვიურად საშუალოდ $95 მილიონი შემოდის. ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია. იმის გამო, რომ ყველაზე მეტი ქართველი დღეისთვის რუსეთის ფედერაციაში მუშაობს, ფულადი გზავნილების სისტემებშიც პირველი ადგილი წელს რუსულ Zolotaya Korona-ს უკავია. მეორე ადგილზე საერთაშორისო გადარიცხვების სისტემა Western Union-ია.

2016 წლის იანვარ-ნოემბერში ჯამში $1 მილიარდის გზავნილი შემოვიდა, $175 მილიონის გზავნილი კი უცხოეთში გაიგზავნა.

ფულადი გზავნილების სისტემების რეიტინგი:

  1. Zolotaya Korona - $248 მილიონი, ზრდა წინა წელთან - 9.7%
  2. Western Union - $190 მილიონი, ზრდა წინა წელთან - 25%
  3. Money Gram - $135 მილიონი, ზრდა წინა წელთან - 33%
  4. Unistream - $116 მილიონი, ზრდა წინა წელთან - 3%
  5. Intel Express - $103 მილიონი, კლება წინა წელთან (-14%)
  6. Ria - $102 მილიონი, ზრდა წინა წელთან - 42%
  7. Contact - $46.4 მილიონი, კლება წინა წელთან (-24%)
  8. Rico Gram - $26 მილიონი, კლება წინა წელთან (-21%)
  9. Leader - $23.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან - 13%
  10. Anelik - $17.9 მილიონი, კლება წინა წელთან (-40%)

საქართველოდან უცხოეთში კი ყოველთვიურად დაახლოებით $15 მილიონის მოცულობის გზავნილები ხორციელდება, აქაც პირველ ადგილზე რუსული Zolotaya Korona იმყოფება, მეორე ადგილზე კი Western Union-ია. 

2016 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში გადარიცხული თანხების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

  1. Zolotaya Korona - $80 მილიონი, ზრდა წინა წელთან - 38%
  2. Western Union - $34 მილიონი, კლება წინა წელთან (-8%)
  3. Unistream - $23 მილიონი, ზრდა წინა წელთან - 49%
  4. Money Gram - $16.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან - 17%
  5. Intel Express - $11.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან - 1%
  6. Contact - $3.1 მილიონი, კლება წინა წელთან (-65%)
  7. Anelik - $2 მილიონი, ზრდა წინა წელთან - 19%
  8. Rico Gram - $1.4 მილიონი, კლება წინა წელთან (-46%)
  9. Leader - $0.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან - 40%
  10. Ria - $0.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან - 99%

საქართველოს ეკონომიკა ფულად გზავნილებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, რადგანაც ის ექსპორტთან, ტურიზმთან და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად, საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.

კომენტარები