გიგი უგულავას საქმე

ჭიაბერაშვილი: სენატორებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს უგულავას გათავისუფლებაში

ამერიკელი სენატორების ჩამოსვლამ და საქართველოს დასავლელი მეგობრების მხრიდან ზეწოლამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გიგი უგულავას გათავისუფლებაში. ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ ამ ადამიანებსაც, რომლებიც ახალ წელს სტუმრობდნენ საქართველოს - ჯონ მაკკეინს, ლინდსი გრემსა და ემი კლობუშარს. დაუშვებელია საქართველოს ჰყავდეს პოლიტპატიმრები, ამას ამერიკელი მეგობრები წლებია იმეორებენ. გიგი უგულავას გათავისუფლება ასევე ათეულობით ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსის დამსახურებაცაა, რომლების წლებია ყველაფერს აკეთებენ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.
სულ მალე ივანიშვილის ყველა პირადი პატიმარი დატოვებს საპატიმროს და ამ საქმის ლიდერი გიგი უგულავა იქნება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი გიგი უგულავას საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

კომენტარები