თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია თუმცა ამ თემაზე შსს-ში არაფერს ამბობენ. გამოძიება ყაჩაღობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებითაა აღძრული.





