ბანკები

Fitch-მა 3 ქართული ბანკის საკრედიტო რეიტინგი განაახლა

Reuters

საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაცია Fitch Ratings-მა სამი ქართული ბანკისთვის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი განაახლა

ბანკი ქართუ B+

Fitch-მა ბანკი ქართუს გრძელვადიანი რეიტინგი B+ დონეზე განსაზღვრა. Fitch-ის შეფასებით, ქართუ ბანკს აქვს საკმაოდ მყარი კაპიტალის ბუფერები, ასევე მყარია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები.

ბაზისბანკი B

Fitch-მა ბაზისბანკის გრძელვადიანი რეიტინგი B დონეზე განსაზღვრა, რაც ქართუს რეიტინგთან შედარებით ერთი პოზიციით დაბალი მაჩვენებელია. 

ჰალიკ ბანკი BB -

ამ ბანკებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი ჰალიკ ბანკს აქვს, Fitch-მა მას BB- მიანიჭა.

Fitch-ის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგები ასე გამოიყურება:

  1. AAA
  2. AA+
  3. AA
  4. A+
  5. A
  6. A-
  7. BBB+
  8. BBB
  9. BBB-
  10. BB+
  11. BB
  12. BB- არის საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი
  13. B+
  14. B
  15. B-
  16. CCC+
  17. CCC
  18. CCC-
  19. CC
  20. C
  21. DDD
  22. DD
  23. D

კომენტარები