მკვლელობა

მამაკაცი, რომელმაც UPS-ის მძღოლი მოკლა, დარწმუნებულია, რომ ტრამპს ესროლა

Reuters

მამაკაცი, რომელმაც UPS-ის მძოლი მოკლა, დარწმუნებულია, რომ მან არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესროლა. სასამართლომ მისთვის სრული ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარების განკარგულება გასცა.

შემთხვევა 8 დეკემბერს გვიან ღამით, ნიუ-იორკის შტატში, Walmart-ის პარკინგზე მოხდა. შეიარაღებულმა ჯასტინ ბარკლიმ სადისტრიბუციო კომპანია UPS-ის მძღოლი უილიამ შუმახერი რამდენიმე გასროლით მოკლა, შემდეგ კი მას ავტომობილით გადაუარა. 

38 წლის ბარკლი პოლიციამ რამდენიმე სათის შემდეგ დააკავა. მისი სახლის სარდაფში კი მკვლელობის იარაღი რემინგტონის 30-06 კალიბრის პისტოლეტი აღმოაჩინეს.

The Washington Post-ის ცნობით, ორშაბათს ჩატარებულ სასამართლო მოსმენაზე ბარკლიმ განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ მან დონალდ ტრამპი მოკლა. სასამართლომ ბარკლის საფუძვლიანი ფსიქიატრიული გამოკვლევისთვის განჩინება გამოცსა. ბარკლის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ორი სპეციალისტი შეისწავლის.

კომენტარები