თელასის ცნობით, 23 დეკემბერს სამგორისა და გლდანის რაიონების ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდებათ, რისი მიზეზიც, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოებია.
გლდანის რაიონი
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, II მიკრორაიონების და გლდანის ხევის დასახლების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, რაზიკაშვილის, გუმათჰესის, მოსტკოვის, ცისკარიშვილის, ენგურჰესის, იდუმალის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.





