თაღლითობა

ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ მოვაჭრე 53 აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს

ფინანთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 53 ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ მოვაჭრე აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს. 26 წევრის მიმართ, ბრალდების სახით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

"მათი არაკეთილსინდისიერი და თაღლითური სქემების გამო სახელმწიფოს მიადგა ზარალი 4,5 მილიონი ლარის ოდენობით. აღძრული არის სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება, პროცესი დასრულებული არ არის", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. 

სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მონიტორინგის მიერ გამოწერილი ჯარიმის მიუხედავად, აფთიაქების ხელმძღვანელები იმავე ქონებას სხვა ადამიანებზე არეგისტრირებდნენ.

"გამოიკვეთა გარკვეული თაღლითური სქემა, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო გარკვეული პერიოდულობით ატარებდა მონიტორინგს, დარღვევის შემთხვევაში უწერდა მათ ჯარიმას. ეს ადამიანები არ იხდიდნენ ამ ჯარიმას, იგივე მისამართზე, იგივე ქონებას არეგისტრირებდნენ თავისი ნდობით აღჭურვილ ადამიანებზე", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

კომენტარები