თბილისის 3 რაიონს 22 დეკემბერს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ელექტრომომარაგებას დროებით შემდეგ რაიონებს შეუწყვეტენ:
სამგორის რაიონი
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, ორახელაშვილის, ღლონტის, ტყემალაძის და ფრანგულიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და მამისაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიუმას, პუშკინის და კოტე აფხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქავთარაძის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.





