ლარის გაუფასურება

ჩუგოშვილი: დოლარი მყარდება, ვიცით, რა ხდება მეზობელ ქვეყნებში

თამარ ჩუგოშვილი
ტაბულა

ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი ლარის გაუფასურებას რეგიონში არსებულ ვითარებას უკავშირებს. მისი თქმით, მთავარი ინფლაციის დონის შენარჩუნებაა.

"მანიპულაციურია და არასწორია იმის გაკეთება, რასაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ. თითქოს მთავრობის პროგრამა იწვევს ამ ტიპის მოვლენებს ან მთავრობის ქმედებები იწვევს ასეთ მოვლენებს. ეს არის არასწორი. ჩვენ ვიცით, რომ დოლარი მყარდება ყველა ვალუტასთან მიმართებით, ვიცით, რა ვითარებაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. მთავარია, ჩვენ ინფლაციის დონე შევინარჩუნოთ ისეთი, რომ არ აისახოს ნეგატიურად მოსახლეობაზე", - ამბობს ჩუგოშვილი.

ეროვნულმა ბანკმა დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ "გაცვლითი კურსის ბოლო პერიოდის გაუფასურების მიზეზები ფუნდამენტური ფაქტორების (დოლარის გლობალური გამყარება, თურქული ლირას გაუფასურება) და მოლოდინების ერთობლიობაა".

კომენტარები