საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქო: რაში მესაქმება რუსეთის პატრიარქის ნათქვამი სირიაზე?!

ილია მეორე და კირილი
patriarchia.ru

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა, რომელიც საპატრიარქოს ოფიციალური სპიკერია, ტაბულას კითხვაზე, როგორ აფასებს ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილის განცხადებებს, რომელმაც სირიაში რუსეთის სამხედრო ჩარევას "წმიდა, სამართლიანი და თავდაცვითი" უწოდა, უპასუხა, რომ ეს მისი საქმე არ არის.

ტაბულას მეორე კითხვას, აპირებს თუ არა საპატრიარქო, დაგმოს რუსეთის სამხედრო ჩარევა სირიაში, მათ შორის, ქალებისა და ბავშვების დახოცვა, საპატრიარქო პასუხობს, რომ ეს მისი შესაფასებელი არ არის. 

"რას მელაპარაკებით თქვენ, რუსეთისა და სირიისა და თურქეთის კონფლიქტი ჩვენ უნდა შევაფასოთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ?! მე რაში მესაქმება რუსეთის პატრიარქის ნათქვამი?! ჩემს პატრიარქს რომ ეთქვა რამე, შეიძლება მკითხოთ, მაგრამ რუსეთის პატრიარქმა რა თქვა, ახლა ამის შეფასება უნდა დავიწყო მე?!", - უთხრა ტაბულას მამა მიქაელ ბოტკოველმა.

კომენტარები