ლარმა გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან 0.05 თეთრით გაუფასურდა. ერთი დოლარის ღირებულება 2.664 ლარია. ლარის გაუფასურების წინა პიკი 13 დეკემბერს დაფიქსირდა, მაშინ ერთი დოლარი 2.6599 ლარი ღირდა. ლარი გასული თვის მანძილზე 7.2%-ით გაუფასურდა.
რაც შეეხება ევროს, ლარი 0.8 თეთრით გაუფასურდა. ერთი ევროს ღირებულება - 2.83 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 2.82-ს შეადგენდა.
ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ლარის მკვეთრ გაუფასურებას ბოლო დროს რეგიონში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს. გახარიას თქმით, "ის, რაც დღეს ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით, ეს არის ის ვალატილობა, რომელიც აისახება თურქეთის ლირასთან მიმართებაში".
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე მყარი 10 ივნისს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.127 ლარი ღირდა, ლარის გაუფასურების პიკი კი დღესაა.





