საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მამა დავით ისაკაძის ბრალდებების შემდეგ 30-მდე სასულიერო პირმა შეხვედრა გამართა

სასულიერო პირების შეხვედრა

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერის, დეკანოზ დავით ისაკაძის ბრალდებების შემდეგ, რომელმაც მღვდლები, თეოდორე გიგნაძე და ალექსანდრე გალდავა მწვალებლობასა და ეკლესიის მტრობაში დაადანაშაულა, 30-ზე მეტმა სასულიერო პირმა შეხვედრა გამართა.

შეხვედრას, თეოდორე გიგნაძისა და ალექსანდრე გალდავას გარდა, მამა ლევან მათეშვილი და მამა ილია ჭიღლაძეც ესწრებოდნენ, რომელთაც ბრალდებების ადრესატების მხარდამჭერი და "დიღმის დაჯგუფებისა" თუ "ფანატიკოსების" საწინააღმდეგო განცხადებები გამოაქვეყნეს.

ტაბულას ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ შეხვედრა სწორედ ამ და სხვა სასულიერო პირებზე მმკ-ის წევრების გახშირებულ სიტყვიერ თავდასხმებს მიეძღვნა.

შეხვედრის ფოტოები facebook-ის პირად გვერდზე დეკანოზმა ლევან მათეშვილმა გამოაქვეყნა, მინაწერით: "კომენტარის გარეშე".

კომენტარები