ლარის გაუფასურება

მორიგი რეკორდი - ლარი დოლართან 4.4, ევროსთან კი, 5 თეთრით გაუფასურდა

განახლებული 50 ლარიანი
bloomberg.com

ლარმა გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან 4.4 თეთრით გაუფასურდა. ერთი დოლარის ღირებულება 2.6599 ლარია. ლარის გაუფასურების წინა პიკი 12 დეკემბერს დაფიქსირდა, მაშინ ერთი დოლარი 2.6154 ლარი ღირდა. ლარი გასული თვის მანძილზე 7.2%-ით გაუფასურდა.

რაც შეეხება ევროს, ლარი 5 თეთრით გაუფასურდა. ერთი ევროს ღირებულება - 2.8222 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 2.7713-ს შეადგენდა.

დღესვე ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ლარის მკვეთრი გაუფასურება ბოლო დროს რეგიონში განვითარებულ მოვლენებს დაუკავშირა. გახარიას თქმით, "ის, რაც დღეს ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით, ეს არის ის ვალატილობა, რომელიც აისახება თურქეთის ლირასთან მიმართებაში". 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე მყარი 10 ივნისს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.127 ლარი ღირდა, წლევანდელი გაუფასურების პიკი კი დღესაა. 

 

კომენტარები