თავდაცვა

კვიციანი: 2004 წელს თავდაცვის ბიუჯეტი 9 მილიარდი იყო, 2008-ში - 20 მილიარდ ლარამდე

გუშინ გამომიფინეს, 2004 წლიდან რაც იყო თავდაცვის ბიუჯეტი. 2004-ში გვქონდა ცხრა მილიარდი, წარმოიდგინეთ. 2008-ში ოც მილიარდ ლარამდე... ანუ ვინმემ იცოდა მაგი ჯერ ერთი, რომ ამდენი იყო ბიუჯეტი? გადავუღე მე სპეციალურად სურათი. ეხლა შეხედეთ, 2006 წელს ცხრა მილიარდი იყო დაფიქსირებული, თავდაცვის ბიუჯეტზეა ლაპარაკი, შევეკითხე და მიპასუხეს თვითონ მაგათმა.

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წევრი ემზარ კვიციანი 7 დეკემბრის გადაცემა ობიექტივში. აღსანიშნავია, რომ 2004 წელს საქართველოს მთლიანი ბიუჯეტი იყო 1.9 მილიარდი, აქედან თავდაცვის - 169 მილიონი ლარი. რაც შეეხება 2008 წელს, ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტი 5.4 მილიარდი ლარი იყო, ხოლო თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი - 1.5 მილიარდი ლარი.

კომენტარები