ლარმა გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან 2.6 თეთრით გაუფასურდა. ერთი დოლარის ღირებულება 2.615 ლარია. ლარის გაუფასურების წინა პიკი 9 დეკემბერს დაფიქსირდა, მაშინ ერთი დოლარი 2.5887 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ევროს, ლარი 2.4 თეთრით გაუფასურდა. ერთი ევროს ღირებულება - 2.7713 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 2.7474-ს შეადგენდა.





