ლარმა გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან 1.5 თეთრით გაუფასურდა. ერთი დოლარის ღირებულება 2.5887 ლარია. ლარის გაუფასურების წინა პიკი 1 დეკემბერს დაფიქსირდა, მაშინ ერთი დოლარი 2.5871 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ევროს, ლარი 3.1 თეთრით გამყარდა. ერთი ევროს ღირებულება - 2.7474 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 2.7787-ს შეადგენდა.





