გერმანია

მერკელი: ბურკის ტარება კანონით შესაძლებელ ყველა ადგილზე უნდა აიკრძალოს

Politico.eu

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, ისეთი ბურკის ტარება, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს, "კანონით შესაძლებელ ყველა ადგილზე" უნდა აიკრძალოს.

განცხადება მერკელმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის შეხვედრაზე გააკეთა. პარტიის წევრები ამ ინიციატივას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

საჯარო ადგილებში, სახის დაფარვას აკრძალვის მომხრეა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ტომას დე მეზიერიც.

შეგახსენებთ, ანგელა მერკელმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერობისთვის ბრძოლას აპირებს. გამარჯვების შემთხვევაში მერკელი ზედიზედ მეოთხე ვადით გახდება ქვეყნის კანცლერი.

მიგრანტებისადმი "რბილი" პოლიტიკის გამო, მერკელის რეიტინგები მკვეთრად შემცირებულია. მიუხედავად ამისა, იგი ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.

გუშინ, მერკელი ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ მეცხრედ აირჩიეს. მის კანდიდატურას ქალაქ ესენში გამართულ ყრილობაზე დელეგატების 89,5%-მა დაუჭირა მხარი.

კომენტარები