მიწისძვრა

ინდონეზიაში მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე 52 ადამიანი ემსხვერპლა

AFP/Getty Images

ინდონეზიაში, აჩეჰის პროვინციაში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრას, სულ მცირე, 52 ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქიის ეპიცენტრი აჩეჰის პროვინციის ქალაქ სიგლისთან მდებარეობდა.

მიწისძვრის შედეგად ათობით შენობა დაინგრა და, სავარაუდოდ, ნანგრევებში ხალხია მოყოლილი.

მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.

შეგახსენებთ, რომ აჩეჰის პროვინციაში 2004 წელს მომხდარ ძლიერმა მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა, რომელსაც 120 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები