ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 1.5 თეთრით, ევროსთან კი 5 თეთრით გაუფასურდა

განახლებული 50 ლარიანი
bloomberg.com

ლარი დღევანდელ სავალუტო აუქციონზე დოლართან მიმართებით 1.5 თეთრით გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი დოლარი 2.5744 ლარი ღირს. ლარი ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა, გაუფასურებამ 5 თეთრი შეადგინა, ახალი კურსით ერთი ევრო 2.7734 ლარი ღირს. ლარს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურებამდე 1.2 თეთრი უკლია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, გასულ კვირას ლარის ისტორიული გაუფასურება ბაზარზე არსებულმა მოლოდინებმა გამოიწვია.

"სავალუტო ბაზარზე გარკვეულწილად აჟიოტაჟი იყო შექმნილი გარკვეულწილად მოლოდინებიდან. მოლოდინებში ძალიან ბევრი ფაქტორი მონაწილეობს და რთულია მათი გამოცალკევება. მოგეხსენებათ, რომ დოლარის კურსი ისტორიულად გაიზარდა, ამავე დროს, მოხდა გაუფასურება ჩვენი მეზობელი ქვეყნებისა. ამ ყველაფერმა ერთად ითამაშა თავისი როლი. ბაზრებს, სამწუხაროდ, ახასიათებს ასეთი მოვლენა, რასაც ჰქვია Overshooting, ანუ იმ დონეზე მაღლა ასვლა მოკლე პერიოდში, რასაც ფუნდამენტალური ფაქტორები განაპირობებენ. როგორც წესი, ამას მოჰყვება ხოლმე ისევ ძველ დონეზე ჩამოსვლა", - თქვა გვენეტაძემ.

 

კომენტარები