საგზაო შემთხვევა

მტკვრის სანაპიროზე სამარშრუტო ტაქსი გარე განათების ბოძს დაეჯახა

იმედი

მტკვრის სანაპიროზე სამარშრუტო ტაქსი გარე განათების ბოძს დაეჯახა. მანქანაში 8 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან სამმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები