ისნის და საბურთალოს რაიონების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

Creative commons

დღეს, 5 დეკემბერს, ისნის და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. კომპანია თელასი მიზეზად ავარიის პრევენციას ასახელებს.

ისნის რაიონი

11:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ანთიმოზ ივერიელის, ქობულაძის, ტატიშვილის, ბუკისციხის, ჩოჩუას, მესხეთის, კოპცოვის, ხარაბაძის, ჯიქიას, კაკაბეთის და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00-დან 15:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების და აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები