ოკლენდში, კალიფორნიის შტატში მომხდარ ხანძარს სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა რაოდენობა პოლიციამ დაადასტურა და არ გამორიცხა, რომ რიცხვი 40-მდე გაიზარდოს. მათი ინფორმაციით, შენობაში 50-დან 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ნაწილმა გაქცევა შეძლო.
სამართალდამცავების ცნობით, ხანძარი საწყობის შენობაში ადგილობრივი დროით 1 დეკემბერს, 23:30 საათზე დაიწყო და ამ დროისთვის იქ 50-დან 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა. BBC-ის ინფორმაციით, შენობაში წვეულება მიმდინარეობდა, სადაც ჯგუფ Golden Donna-ს კონცერტიც იგეგმებოდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ შენობა არ იყო აღჭურვილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით.





