საფრანგეთი

პარიზში მძევლად აყვანილი 6 ადამიანი თავისუფალია

rt.com

გუშინ, 2 დეკემბერს, ღამით, პარიზის ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში მძევლად აყვანილი 6 ადამიანი თავისუფალია. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა გაქცევა შეძლო.

მედიის ცნობით, შეირაღებული მამაკაცი, სავარაუდოდ, სააგენტოში ძარცვის მიზნით შეიჭრა.

ფრანს პრესის თავდაპირველი ინფორმაციით, თავდამსხმელს 7 ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, მძევალთა რაოდენობა 6 იყო.

შემთხვევა პარიზის სამხრეთ ნაწილში, მასენას ბულვარში მოხდა.

კომენტარები