საფრანგეთი

AFP: პარიზში შეირაღებულმა მამაკაცმა 7 ადამიანი მძევლად აიყვანა

Twitter/Geoffrey_Kazmierczak

ფრანს პრესის ცნობით, პარიზის სამხრეთ ნაწილში, მასენას ბულვარში, ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში შეიარაღებულმა მამაკაცმა 7 ადამიანი მძევლად აიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეირაღებული მამაკაცი, სავარაუდოდ, სააგენტოში ძარცვის მიზნით შეიჭრა.

ადგილობრივი პოლიცია საშუალებით ხალხს მოუწოდებს, რომ შემთვევის ადგილას არ იმოძრაონ.

მძიმედ შეირაღებულ სამართალდამცველებთან ერთად, ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც.

ამ ეტაპზე, სამართალდამცველები თავდამსხმელთან მოლაპარაკებების დაწყებას ცდილობენ, რათა შემთხვევა სისხლის გარეშე დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში, 2015 წლის 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების შემდეგ, დღემდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

კომენტარები