ახალი ვალდებულებით, დეველოპერებმა უძრავი ქონების ფასები ლარში უნდა მიუთითონ

ბათუმი, პორტა თაუერი
facebook.com/PortaBatumiTower

დედოლარიზაციის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, დეველოპერულ კომპანიებს ახალი ვალდებულება უჩნდებათ, მათ უძრავი ქონების ფასდადება ლარში უნდა დაიწყონ. ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის თქმით, ეს ნაბიჯი მიმართულია იქითკენ, რომ უძრავი ქონების ბაზარი ადგილობრივ ვალუტაზე გადაერთოს. მესტვირიშვილის თქმით, ლარში განთავსებული ფასები ამ ბაზარზე პროგნოზირებადობას გაზრდის.

"პირველადი მშენებლობის ხარჯის უმეტესი ნაწილი არის ეროვნული ვალუტით, აქედან გამომდინარე, ეს არასწორი პრაქტიკაა. დეველოპერებიც, ყველა საუბრობს, რომ თუ უძრავი ქონების ფასდადება იქნება ლარით, ეს გაზრდის პროგნოზირებადობას, შეამცირებას ამ ბიზნესში პრობლემებს და რისკებს. მრავალმა ქვეყანამ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება და საბოლოო ჯამში აისახა იმაში, რომ მოსახლეობამ დაივიწყა უძრავი ქონების ფასები დოლარით და გადაერთო ადგილობრივ ვალუტაზე. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დეველოპერული კომპანია ვალდებული იქნება ფასი მიუთითოს ლარით, თუმცა, ამავე დროს ის არ იზღუდება, თუ მას სურვილი ექნება, ფასი მიუთითოს დოლარითაც და ნებისმიერი სხვა ვალუტითაც", - ამბობს მესტვირიშვილი.

კომენტარები