ყველა პარტიული ორგანიზაცია, რეგიონული ორგანიზაცია, მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილს და მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებულ ყრილობის ვარიანტს. ამიტომ, თუ ასეთი გადაწყვეტილება [2 000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარება 27 დეკემბერს] იქნება მიღებული, ერთ მხარეს იქნება მთელი პარტიული ორგანიზაცია, მეორე მხარეს იქნება პოლიტსაბჭოს წევრთა გარკვეული ჯგუფი, რომელსაც არანაირი გავლენა არ ექნება ნაციონალურ მოძრაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დესტრუქციული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, სამწუხაროდ, ძნელია რაღაც სასიკეთო მოვლენების პროგნოზირება. არ გამოირიცხება არც ერთი ვარიანტი, მათ შორის, არც ბოიკოტი აღნიშნული ყრილობის, რომელსაც ზოგიერთი გეგმავს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
წიკლაური: არ გამოვრიცხავთ არც ერთ ვარიანტს, მათ შორის, არც ყრილობის ბოიკოტს
tbl.ge/21p3
დაკოპირდა

ენმ-ის წევრი ნუგზარ წიკლაური პოლიტსაბჭოს სხდომის შესახებ.
ამავე თემაზე
- ხაბეიშვილი: კობახიძემ რომ ჩემზე თქვას, კარგი კაციაო, შეიძლება, პოლიტიკიდან წავიდე
- კობახიძე: კეზერაშვილი არის ჩვენი სეკრეტ სანტა, რომელმაც მერაბიშვილი და ხაბეიშვილი გვაჩუქა
- მერაბიშვილი: ჩემი სახელის თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება რეალობას ვერ შეცვლის
- ხაბეიშვილი: ვხსნით სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს, ის თბილისის ცენტრალური ოფისი გახდება
- მელია: მე მოწადინებული ვარ, რომ ყველა ჩატეხილი ხიდი აღდგეს – მათ შორის, პარტიის შიგნით