თბილისის სამი რაიონის ნაწილს, ხვალ, 1 დეკემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება გლდანის, სამგორის და ვაკის რაიონებს. კომპანია მიზეზად ქსელის გაუმჯობესებას და ავარიის პრევენციას ასახელებს.
გლდანის რაიონი
10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა", III და IV მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10:00-დან 18:00-მდე შუალედში 1 საათით შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, თამარაშვილის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





