ლარის გაუფასურება

ლარი ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა, ერთი დოლარი 2.508 ლარი ღირს

ტაბულა

ლარი ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 2.508 ლარია, ეს მაჩვენებელი აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 0.5 თეთრით მეტია. ლარის გაუფასურების წინა პიკი 25 ნოემბერს დაფიქსირდა, მაშინ ერთი დოლარი 2.502 ლარი ღირდა. 

დღესვე ლარი ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი ევრო 2.667 ლარი ღირს.

კომენტარები