ტრანსპორტი

თბილისის მიკროავტობუსი: ჭორია, სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა არ გაძვირდება

სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება - ამის შესახებ ტაბულას "თბილისის მიკროავტობუსის" პრესსამსახურში უთხრეს. მათი თქმით, ინტერნეტგამოცემა კომერსანტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ფასი 20 თეთრით გაიზრდება, "ჭორია".

კომერსანტის ცნობით, რამდენიმე მძღოლის თქმით, "თბილისის მიკროავტობუსის" ოფისში მისულებს განუცხადეს, რომ მგზავრობის ღირებულება 20 თეთრით გაძვირდება და 1 ლარი გახდება.

კომენტარები